აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 124 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 124 შემთხვევა გამოვლინდა, 2 669 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 27 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
18 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 568 089 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 530 774 პაციენტი გამოჯანმრთელდა.