აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 1 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 79 158 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 56 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 005 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21 259-ს აღწევს.