აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 064 შემთხვევა გამოვლინდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 064 შემთხვევა გამოვლინდა, 3 831 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 28 კოვიდინფიცირებული.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 14 972 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 465 390 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 420 025 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 195 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 39 170-ს შეადგენს.