აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა, ხოლო 210 გამოჯანმრთელდა.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 7 215 პირს. ვირუსის გამოვლენის მიზნით, ჯამში 2 535 825 ტესტია ჩატარებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით 232 829 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა 3 193 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 227 472-ს შეადგენს.