აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 176 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 475 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 475 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, რვით გაიზარდა.
ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
პირველი ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4 171-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 334 132 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 325 040 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 921 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 312 715 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 404 898 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 907 817 მოქალაქეს.