აზერბაიჯანში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 332 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 332 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 7 713 ტესტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 455 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 223 807 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 141 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 507-ს შეადგენს.