აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 143 შემთხვევა გამოვლინდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 40 931 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 600 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 618-ს შეადგენს.