აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 140 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 205 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 7 315 ტესტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 231 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 226 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 170 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 360-ს შეადგენს.