აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 128 ინფიცირებული.
აზერბაიჯანში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 37 557 შემთხვევა. აქედან 34 965 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 552 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 040-ს შეადგენს.