აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 83 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 35 844 შემთხვევა. აქედან, 33 364 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 524 ადამიანი გარდაიცვალა.
ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 956-ს შეადგენს.