აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 131 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 407 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 407 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 7 244 ტესტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 066 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 222 960 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 126 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 980-ს შეადგენს.