აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის სპეციალური რეჟიმის საავადმყოფოებში 1 787 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
26 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში 39 895 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 585 ადამიანი.