აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 904 შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 833 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 29-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 27 690-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 576 703 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 541 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 686 კი გარდაიცვალა.