აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 880 შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 880 შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 27 736 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 580 507 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 736 ადამიანი გარდაიცვალა.