აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 876 შემთხვევა გამოვლინდა, 22 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 876 შემთხვევა გამოვლინდა, 2 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 615 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 552 322 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 513 648 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 342 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 332-ს შეადგენს.