აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 851 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 851 შემთხვევა გამოვლინდა, 402 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 369 853 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 339 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა.