აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 704 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 704 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამასთან, ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 4 359 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 211 764 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 160 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 416 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 49 103-ს შეადგენს.