აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 676 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 676 შემთხვევა გამოვლინდა, 2 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 13 070 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 311 465 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 276 934 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 342 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 30 189-ს შეადგენს.