აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 448 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 448 შემთხვევა გამოვლინდა, 847 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 092 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 496 780 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 476 229 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 720 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 831-ს შეადგენს.