აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 429 შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 548 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 8 760 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 250 921 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 234 382 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 421 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 118-ს შეადგენს.