აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 392 შემთხვევა გამოვლინდა, 2 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 392 შემთხვევა გამოვლინდა, 2 274 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 11 756 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 317 913 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 287 298 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 490 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 26 125-ს შეადგენს.