აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 307 შემთხვევა გამოვლინდა, 2 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 307 შემთხვევა გამოვლინდა, 2 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 307 შემთხვევა გამოვლინდა, 2 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 11 649 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 315 119 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 282 786 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 429 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 27 904-ს შეადგენს.