აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 242 შემთხვევა გამოვლინდა, 345 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 242 შემთხვევა გამოვლინდა, 345 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამეში გარდაიცვალა რვა კოვიდინფიცირებული. მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 819 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 349 316 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 334 258 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 051 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 007-ს შეადგენს.