აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 551 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 58 282 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 45 030 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 768 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 11 159-ს შეადგენს.