აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდგინა, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 1 766 შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 23-ს შეადგენს.
ამასთან, გამოჯანმრთელებულია 1 267 ადამიანი. ამჟამად აზერბაიჯანის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 476 ინფიცირებული, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.