აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, – ამის შესახებ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. მათივე ცნობით, 24 საათში საავადმყოფოებიდან გაწერეს 23 პაციენტი.
ამჟამად კლინიკებში რჩება 494 ადამიანი. მათგან 17-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საერთო ჯამში, აზერბაიჯანში ეპიდემიის დაწყებიდან 27 აპრილამდე პერიოდში, დაინფიცირდა 1678 ადამიანი, გარდაიცვალა 22, განიკურნა 1162 პაციენტი.
აზერბაიჯანში ეპიდემიის დროს 128 ათასზე მეტი ტესტი ჩაატარეს.