აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 364 ადამიანს დაუდასტურდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 768 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 60 873 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 46 465 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 794 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 614-ს აღწევს.