აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 4 188 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ვირუსის 195 422 შემთხვევაა გამოვლენილი, „კოვიდ-19“-მა 2 133 ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 037-ს შეადგენს.
აზერბაიჯანის მასშტაბით, კორონავირუსზე ტესტირება სულ 2 031 308 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო დღე-ღამეში კი ვირუსზე 15 305 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.