აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 38-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 85 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა ერთი.
უახლესი მონაცემებით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 804 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1 325 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ფატალური შემთხვევების რიცხვი 24-ს აღწევს.
ქვეყნის მასშტაბით ტესტირება სულ 143 079 ადამიანს ჩაუტარდა.