აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსისგან 3 658 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 167 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 103 550 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 840 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 61 765-ს აღწევს.