აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 101 შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 101 შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული, 53 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აზერბაიჯანში სულ პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2 980 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 36-ს შეადგენს.

ამჟამად საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 1 058 ადამიანი იმყოფება. მათგან 37-ის მდგომარეობა მძიმეა.