აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა
აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 1969 წელს დაბადებული ქალი, რომელიც ირანში იმყოფებოდა და კარანტინი გაიარა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქალმა ირანში მკურნალობის კურსი გაიარა და საავადმყოფოს ქრონიკული პრობლემის გაგრძელების გამო მიმართა.
აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა.