აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ნახიჩევანის მიმართულებით ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, ერევანი ბაქოს ინფორმაციას უარყოფს
ნახიჩევანის მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 12 ივნისს 10:05 საათიდან 17:50 საათამდე ცეცხლი გაუხსნეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სამ რაიონს.
სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.
სომხეთი აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნას უარყოფს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.