აზერბაიჯანში, ქალაქ განჯიდან 53 კილომეტრში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 17:54 საათზე დაფიქსირდა.
აზერბაიჯანში გაზრდილ სეისმურ აქტივობაზე მიუთითებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც.
კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, 15 ნოემბერს, 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები 16, 17 და 18 ნოემბერსაც დაფიქსირდა.