აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო
აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.
სამშობლოსთვის თავდადებულთა „დაკრძალვის ხეივანში“ დილიდან ათასობით ადამიანი მივიდა და ყვავილებით შეამკო. მათ ის გმირები გაიხსენეს, რომლებმაც აზერბაიჯანის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირეს.
სამშობლოსთვის დაღუპული შეჰიდების ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ.
შეხიდლარ ხიაბანში, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, დღეს აზერბაიჯანის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ცენტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს, საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. იმ ღამეს 147 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.