ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 64 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 42 381 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 39 468 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 612 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 301-ს შეადგენს.