აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანის მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 107 კი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 4 000-მდე ადამიანს დაუდგინდა, 2 500-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, 49 კი, დაიღუპა.
ამ დროისთვის, საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში 1 427 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 44-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აზერბაიჯანში საერთო ჯამში 265 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.