გასული 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 273 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ორით გაიზარდა.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
8 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 515-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 334 849 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 327 387 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 947 კი, გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 586 410 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 646 054 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 940 356 მოქალაქეს.