აზერბაიჯანსა და ბელარუსს შორის სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი
აზერბაიჯანისა და ბელარუსის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლისთვის ურთიერთთანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.
დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელარუს კოლეგა ვიქტორ ხრენინთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანამანათლებლო სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით, სფეროს სპეციალისტთა ვიზიტების შესაძლებლობები განიხილეს.