აზერბაიჯანს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პრემიერის პოსტი ეკონომიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალი ასადოვმა დაიკავა.
ალი ასადოვი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. ასადოვმა პრემიერის პოსტზე ნოვრუზ მამედოვი შეცვალა.
ნოვრუზ მამედოვი აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის პოსტს 2018 წლის აპრილის შემდეგ იკავებდა.