აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნოვრუზ მამედოვი დაამტკიცა. მამედოვი დღემდე საგარეო საკითხებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწე იყო.
პრემიერ-მინისტრის პოსტს 1996 წლის შემდეგ არტურ რასიზადე იკავებდა. თანამდებობა 2003 წელს მან მხოლოდ რამდენიმე თვით დატოვა, როდესაც პრემიერ-მინისტრად ილჰამ ალიევი დაინიშნა. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის ალიევმა დღეს რასიზადეს მადლობა გადაუხადა.
საკადრო ცვლილება აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა, რომელშიც ილჰამ ალიევმა ხმების 86 პროცენტი მიიღო.