აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო გადასცა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი რუსტამ მურდოვი ბაქოდან ერევანში მიემგზავრება, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ დაკავებული ხუთი სამხედრო გადასცეს სომხურ მხარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა გაათავისუფლა ის სომეხი სამხედროები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული ჯარისა და მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულებებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სომხურ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.