აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანში რუსული წარმოების თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის განთავსება გეგმის შესაბამისად გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა ბაქოს პორტში რუსეთიდან გემებით შევიდა და კომპლექსური მიღების შემდეგ, ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედრო შენაერთებს გადაეგზვანება.