აზერბაიჯანმა პაკისტანისგან JF-17C-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები შეიძინა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თანამედროვე, ყველა ამინდში მფრენი, მრავალფუნქციური თვითმფრინავები პაკისტანის საავიაციო კომპლექსისა და ჩინეთის „ჩენდუს“ საავიაციო კორპორაციის ერთობლივი პროექტია.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა და პაკისტანის საავიაციო კომპლექსის თავმჯდომარემ, ვიცე-მარშალმა, ჰაკიმ რაზამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, მათი ექსპლუატაციის წესები და სხვა პარამეტრები გააცნეს.
თვითმფრინავს აქვს „ჰაერი-ჰაერი“ და „ჰაერი-მიწა“ საბრძოლო შესაძლებლობები, ასევე მაღალი საბრძოლო მანევრირება საშუალო და დაბალ სიმაღლეზე და გამოირჩევა ეფექტური საცეცხლე ძალით.