აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ ბრიფინგზე მთიან ყარაბაღში რუსული მხარის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა განაცხადა.

მურადოვის თქმით, ტყვეების გაცვლა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად განხორციელდა პრინციპით „ყველა ყველაზე“.

კერძოდ, აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა 12 ადამიანი, ხოლო სომხურ მხარეს 44.

სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავიანინმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დადასტურა, რომ სომხეთში რუსული მხარია წარმომადგენლების შუამავლობით დააბრუნეს 44 მოქალაქე. ავინიანის თქმით, დაბრუნდნენ ის ტყვეები, რომელთა ტყვედ აყვანა დადასტურებულია აზერბაიჯანისა და „წითელი ჯვრის“ მიერ. როგორც ავინიანმა აღნიშნა, დანარჩენი ტყვეების გამოვლენისა და დაბრუნების პროცესი გრძელდება.

ტყვეების გაცვლას ადასტურებს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. უწყების ცნობით, 14 დეკემბერს დაიწყო ტყვეებისა და მძევლების დაბრუნების პროცესი პრინციპით „ყველა ყველაზე“.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბაქოში თვითმფრინავით დაბრუნებულ ტყვეებს შორის 2014 წლის ივლისიდან ტყვეობაში მყოფი შაჰბაზ გულიევი და დილგამ ასკეროვი არიან.