აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მოლდოვაში ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მოლდოვაში ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი, – ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ კიშინიოვში პირველ ივნისს საბოლოოდ შეიძლება, გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული მომენტი და იმპულსი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, სავარაუდოდ, 47-მდე სახელმწიფოს მთავრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მეთაურები დაესწრებიან. სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავენ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.