აზერბაიჯანმა და საბერძნეთმა ბაქოდან და ათენიდან თავიანთი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს
აზერბაიჯანმა და საბერძნეთმა ბაქოდან და ათენიდან თავიანთი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს

აზერბაიჯანმა და საბერძნეთმა ბაქოდან და ათენიდან თავიანთი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანულმა მხარემ საბერძნეთის საგარეო უწყებას მიაწოდა ინფორმაცია ღია წყაროებიდან, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით „აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საბერძნეთიდან ჩადიან ეროვნებით სომეხი მოქალაქეები“.

აზერბაიჯანულმა მხარემ საბერძნეთს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. გასულ კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ სომხეთის მხარეს საბერძნეთიდან დაქირავებული მებრძოლები მოქმედებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხები საზღვარგარეთიდან აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცეზე კიბერთავდასხმებს ახორციელებენ.

თავის მხრივ საბერძნეთი კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს. ჰაჯიევის განცხადების შემდეგ, ათენმა ბაქოდან ელჩი გაიწვია.

„საბერძნეთის მისამართით არარსებული და შეურაცხმყოფელი ბრალდებების გამო აზერბაიჯანის ელჩს საბერძნეთში მკაცრი პროტესტი გამოეცხადა, ხოლო ჩემი გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში საბერძნეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გავიწვიეთ“, – წერს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.