აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ
18 იანვარს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.
მოლაპარაკებას ეუთო-ს მინსკის ჯგუფი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ეუთო-ს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს 1992 წლიდან ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტში სომხეთი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, აზერბაიჯანი კი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მოითხოვს.