აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ალმათიში შეხვდებიან
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ალმათიში შეხვდებიან. ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებაში დაადასტურეს.
„არსებობს შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მინისტრების შეხვედრის შესახებ, რომელიც ყაზახეთის მხარის წინადადებით გაიმართება. შეთანხმებულია, რომ მოლაპარაკებები ალმათიში გაიმართება“, – განაცხადეს სომხეთის საგარეო უწყებაში.