აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების საქმიანობის შესახებ ბრძანებებს მოაწერეს ხელი 
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების საქმიანობის შესახებ ბრძანებებს მოაწერეს ხელი 

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ბრძანებებს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების საქმიანობის შესახებ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, დებულება ასევე ეხება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების საკითხთა კომისიის საქმიანობას.

პარალელურად, სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის მიერ ხელმოწერილი კანონიც საზღვრის უსაფრთხოებისა და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ერთობლივ საქმიანობას უკავშირდება.

სომხური მედიის ინფორმაციით, სადემარკაციო კომისიების დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 26 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას.

24 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მათ საგარეო საქმეთა სამინისტროებს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება დაავალეს.